სტოლტენბერგი: საქართველოს არ მოუწევს NАТО-სა და ტერიტორიებს შორის არჩევანის გაკეთება

NАТО-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, საქართველოს, ალიანსის წევრობასა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს.
“NАТО-ს წევრი ქვეყნები ხმამაღლა აცხადებენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ, ეს გულისხმობს ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფნას. საქართველოს არ აიძულებენ აირჩიონ ტერიტორიული მთლიანობა ან NАТО-ს წევრობა. საქართველო გახდება წევრი, როდესაც ალიანსის სტანდარტებს დაიცავს, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები