ინდონეზია სასწაულის მოლოდინშია – კატასტროფის მძიმე კადრები (ვიდეო)
ინდონეზიის სანაპიროზე განლაგებული ქალაქი მიწისძვრამ სრულად დაანგრია, 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე კი იმსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქში ახლა მხოლოდ ნანგრევები და ნაგავია.
ადგილობრივები და მაშველები გადარჩენილების ძებნას აგრძელებენ.
ინდონეზიის მოქალაქეები დაღუპულებს ემშვიდობებიან და მათ საერთო საფლავებში მარხავენ. ასეთი გადაწყეტილება ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზის გამო მიიღო. პირველ რიგში, მთავრობა საშიში ეპიდემიის გავრცელებას უფრთხის. გარდა ამისა, ეს რელიგიური წესებიდან გამომდინარეც ხდება: ინდონეზია მუსლიმური ქვეყანაა და წესის მიხედვით, დაკრძალვა გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა მოხდეს.