საფრანგეთში კოკაინის გადამზიდი უკრაინული სატვირთო დააკავეს

ფრანგმა მესაზღვრეებმა უკრაინული სატვირთო გააჩერეს, რომელშიც 650 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ Depeche ავრცელებს.
სასაზღვრო პუნქტის ინფორმაცით, სატვირთო, რომელსაც ფორმალურად თევზი გადაჰქონდა, ორშაბათს, გვიან ღამით, ტულუზას დეპარტამენტში გააჩერეს. სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა, ნორვეგიის ორი მოქალაქე მართავდა.
მესაზღვრეებმა სიღრმისეულად დაათვალიერეს ტვირთი და შეამჩნიეს, თუ როგორ ღელავდნენ მძღოლი და მისი თანაშემწე.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენილი კოკაინის ღირებულება, “შავი” ბაზრის ფასის მიხედვით, 52 მილიონი ევროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები