დავით მათიკაშვილი: ნაადრევი მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს მტრებს უხარიათ

„ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს მტრებს უხარია“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ფაქტების გადამოწმება, ვიდრე ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება.
„ნება მომეცით, გიგაურისა და მისი მეგობრების მიერ შედგენილ დასკვნას და მოსაზრებებს კითხვის ნიშნები დავუსვა. როდესაც ისინი საუბრობენ ყოველგვარი შემოწმების და სამართლებრივი პროცედურების გარეშე რაიმე დასკვნების გამოტანაზე, აშკარად ჩანს ტენდენციურობა. არასამთავრობო ორგანიზაციები პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს ჩანაწერში თუ ვინმეს განცხადებაში. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის გადამოწმებას არ მოვახდენთ, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ვიტყვი საქართველოს მტრებს უხარია”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები