სტოლტენბერგი მაკედონიის რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაკედონიაში რეფერენდუმზე ძალიან დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. თუმცა მონაწილეთა უმრავლესობა, ვინც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, მაკედონიის სახელის გადარქმევის მომხრეა, ამის შესახებ დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა.
“ახლა სკოპიეს გადასაწყვეტია სამომავლო ნაბიჯები. აშკარა უმრავლესობა იყო დასახელების შეცვლის შეთანხმების ევროკავშირსა და NATO-ში შესვლის სასარგებლოდ. ამავდროულად, აქტივობა მაღალი არ იყო, როგორც ამას უმრავლესობა მოელოდა. მაგრამ ეს საკონსულტაციო რეფერენდუმია და მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში პარლამენტმა უნდა შეიტანოს, ე.ი. ეს პარლამენტის და ხალხის გადაწყვეტილებაა”, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
საბერძნეთის მთავრობამ 17 ივნისს მაკედონიის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის დახმარებითაც მრავალწლიანი დავა, მაკედონიის დასახელებასა და სკოპიესთვის NATO-სა და ევროკავშირში გზის გახსნა გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები