საფრანგეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, არიან დაკავებულები
საფრანგეთის პოლიციამ, ქვეყნის სამხრეთით, მუსლიმურ არასამთავრობო ორგანიზაციაში – “ზახრას ცენტრი”- ჩხრეკა ჩაატარა. ასევე გაჩხრიკეს სამეცნიერო და საწარმოო ასოციაციის რამდენიმე თანამშრომლის სახლიც.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაკავებულია 3-დან 11-პირამდე. ოპერაციაში 200 ძალოვანი იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.
სამეცნიერო და საწარმოო ასოციაციას ტერორისტული მოძრაობისა და იდეების პროპაგანდაში სდებენ ბრალს, რომელიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს. ამ დროისთვის, ორგანიზაციის ანგარიშები გაყინულია.