ინდონეზიაში ბუნებრვი კატასტროფის შედეგად 1234 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიელმა მაშველებმა კუნძულ სლასეზე ერთ-ერთი ეკლესიის ნანგრევების ქვეშ 35 სტუდენტის გვამი იპოვეს, რომლებიც მიწისძვრით გამოწვეული მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. 86 სტუდენტი კი ცენტრალური სულავესის პროვინციაში ეკლესიასთან არსებული ბანაკიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ინდონეზიაში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაღუპულების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1234 ადამიანი. მაშველები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ სულავესში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 სექტემბერს დაფიქსირდა და ორი დღე-ღამის განმავლობაში განმეორებით კიდევ 200 ბიძგი მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია, რომლის ტალღების სიმაღლე 3-5 მეტრს აღწევდა.