ესპანეთში პენსიონერების მიტინგი მიმდინარეობს

ესპანელი პენსიონერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სახელმწიფო პენსიის მოთხოვნით, მიტინგებს აწყობენ.
აქციები ტარდება მადრიდში, სევილიაში, პამპლონა​ში, ვალიადოლიდი​ში, გრანადეში, ვალესნიაში და სხვა ქალაქებში.
ძირითადი მოთხოვნა – ღირსეული პენსიით უზრუნველყოფაა. გასულ კვირას საპარლამენტო კომისია საპენსიო რეფორმაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პენსიის გაზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მთავრობა ემხრობა სამომავლო ცვლილებებს.
აქციას მხარი პროფკავშირები, “მუშაკთა კომისიები” და “მუშათა საერთო კავშირი” უერთდებიან. კავშირის მდივანი, ადელა კარრიო, მთავრობისგან უახლოეს დროში დაპირებების ასრულებას და ახალი კანონის პენსიის ინდექსაციის რეგულირების შესახებ მიღებას მოითხოვს.
ესპანეთში საშუალო პენსია გასული წლის ბოლო თვეში 926 ევროს შეადგენდა. 2018 წელს 65 წელს გადაცილებულების მინიმალური პენსია 623 ევროს შეადგენდა, 65 წლამდე ასაკის პირების მინიმალური პენსია – 580 ევროს. საპენსიო ასაკი ამ დროისთვის ესპანეთში 65 წელია, მაგრამ ის 2013 წლიდან თანდათან იზრდებოდა და 2027 წლისთვის 67 წელს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები