რუსი მკვლევარი: პუტინი პოლიტიკური იმპოტენტია
„რუსეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ყოვლისშემძლეცაა და იმავდროულად,პოლიტიკური იმპოტენტიც, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ცნობილი რუსი მკვლევარი, პროფესორი ლილია შევცოვა აცხადებს.
მისი შეფასებით, პუტინის პოლიტიკას ტაქტიკური წარმატება მოაქვს, მეორე მხრივ კი სტრატეგიული კატასტროფა.
„რუსეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ყოვლისშემძლეცაა და იმავდროულად, პოლიტიკური იმპოტენტიც – მას ხელთ აქვს კონტროლის ყველა სადავე და იმავდროულად, გამუდმებით ხერხავს იმ ტოტს, რომელზეც ზის – სკრიპალის საქმე ძვირად დაუჯდა, პენსიების რეფორმამ მისი ამომრჩევლების ბაზა გააცამტვერა, უკრაინაც ნუ დაგვავიწყდება – როგორ აპირებს აქედან გამოძრომას? სირია? როდემდე აპირებს ასადის თრევას? ერთის მხრივ, მის პოლიტიკას ტაქტიკური წარმატება მოაქვს, მეორეს მხრივ კი სტრატეგიული კატასტროფა“, – აცხადებს ლილია შევცოვა.
რაც შეეხება პუტინის მემკვიდრის თაობაზე დასმულ კითხვას, შევცოვა შემდეგნაირად პასუხობს:
„პუტინს, ალბათ, ღამე კოშმარებში ეღვიძება იმაზე ფიქრში გათანგულს, თუ ვის უნდა ანდოს ის, რისთვისაც ამდენი იწვალა, ვინ უნდა ჩაიბაროს მისი მემკვიდრეობა. იმავდროულად, თითსაც ვერავინ გაიშვერს, რადგან როგორც კი ამას იზამს კორუმპირებული ელიტა მას მიაგდებს და მომავალ იმპერატორს შემოეხვევა გარს“, -აღნიშნავს ლილია შევცოვა.