ტრამპი: USMCA “სამ დიდ ერს” აერთიანებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კანადასა და მექსიკას შორის სავაჭრო შეთანხმების, USMCA -ის შესახებ, კომენტარს “ტვიტერში” აკეთებს და ამ შეთანხმებას “სამი დიდი ერის გაერთიანებას” უწოდებს.
“ვულოცავ მექსიკას და კანადას! გასულ ღამეს ჩვენ მივაღწიეთ არაჩვეულებრივ ახალ სავაჭრო შეთანხმებას კანადასთან, რომელიც მექსიკის შეთანხმების დანამატი იქნება. შეთანხმების ახალი დასახელებაა: შეთანხმება შეერთებულ შტატებს, მექსიკასა და კანადას შორის ანუ USMCA. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სამივე ქვეყნისთვის, საგრძნობლად ხსნის ბაზარს ჩვენი ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის, ამცირებს სავაჭრო ბარიერებს აშშ-ში და აერთიანებს სამ დიდი ერს”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.