ერდოღანი: თურქეთი რუსეთთან ურთიერთობას გაამყარებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთთან ურთიერთობის გამყარებას გეგმავს, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ურთიერთობის გაფუჭების მიზნით გავრცელებული ყველა პროვოკაცია აღმოფხვრილია.
“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ვითარდება, სირიიდან დაწყებული ტურიზმამდე და თავდაცვის ჩათვლით. ჩვენ ვახორციელებთ ურთიერთსასარგებლო პროექტებს. იყო ძალიან ბევრი პროვოკაცია, რათა ჩვენი ურთიერთობა გაფუჭებულიყო, მაგრამ ჩვენ ისინი დავძლიეთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ უფრო მეტად გავამყარებთ ურთიერთობებს”, – განაცხადა ერდოღანმა, თურქეთის პარლამენტში დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები