შარლ აზნავური გარდაიცვალა

94 წლის ასაკში, ცნობილი ფრანგი შანსონიე-შარლ აზნავური გარდაიცვალა. ამის შესახებ “ფრანც პრესი” იუწყება.

აპრილის ბოლოს აზნავურმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გასტროლები გააუქმა. მაისში, მას მხრის მოტეხილობა ჰქონდა და რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში ყოფნა მოუწია.
აზნავური სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი და ათასობით სიმღერის ავტორია. ის პირველი ფრანგი შემსრულებელია, რომელიც ევროპაში პლატინის დისკის მფლობელი გახდა. მან თეატრსა და კინოში 60-ზე მეტი როლი შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები