პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მექსიკაში 10 ადამიანი დაშავდა

მექსიკის შტატ ტექსკოკოში 10 მომლოცველი პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა.
როგორც პორტალი Excelsior იტყობინება, დაშავებულთა შორის 4 მცირეწლოვანია.
შემთხვევა სოფელ ტეკესკინაუაკიდან სან-პაბლოს ეკლესიაში მომლოცველთა მსვლელობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ეს პიროტექნიკა მსვლელობის შემდეგ უნდა აეფეთქებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები