მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის რეფერენდუმი ჩაიშალა
მაკედონიის “სახმრეთ მაკედონიად” გადარქმევის რეფერენდუმი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ 90%-მა გადარქმევას მხარი დაუჭირა, რეფერენდუმს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი აქვს, ის პარლამენტს პოლიტიკურ მანდატს ანიჭებს კონსტიტუციის შესაცვლელად.
რეფერენდუმი მაკედონიის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ჩაშლილად გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის საარჩევნო კომისიის უფროსმა, ოლივერ დერკოსკინმა განაცხადა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 30% გამოცხადდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო რეიტერი ავრცელებს.
“უკვე ცხადია, რომ ამ რეფერენდუმზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული”, – ციტირებს გამოცემა დერკოსკის განცხადებას.