მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ ფინანსური თანადგომით, სრულდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დამასრულებელი ეტაპის სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები