რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა საზოგადოებას 2 ოქტომბრიდან ექნება.
მუზეუმში, რომლის დამფუძნებლებიც გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე არიან, მათი ოჯახის სურათების კერძო კოლექცია გამოიფინა, რომელიც 1945 წლიდან დღემდე, 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.
მუზეუმის საგამოფენო სივრცე 7000 კვ.მ. მოიცავს, საცავი – 6000 კვ.მ. სურათს იტევს. მუზეუმს აქვს 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვ.მ. დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.
მუზეუმში არსებულ კოლექციას ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა დროებითი გამოფენებიც მოეწყობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები