სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები