წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პროზა” წარდგენა გაიმართება
27 სექტემბერს, 20:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის 85 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პროზა” (ხოლონი, ისრაეილი, 2018) – წარდგენა გაიმართება.
საღამოს ორგანიზატორები არიან: საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი;
ისრაელში საქართველოს ებრაელთა კვლევის ცენტრი; მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“; საქართველოს მწერალთა კავშირი; საზოგადოება „გულთა კავშირი“; ქართულ-ენრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საზოგადოება.
მის: ანტონ კათალიკოსის ქუჩა ქ.3.