ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

27 სექტემბერს, 11 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში შედგება ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
როგორც „კვირას“ პროფესორმა დალი ჩიკვილაძემ აცნობა, კონფერენციაზე სულ სხვა კუთხით დანახულ ნიკო ნიკოლაძეზე იმსჯელებენ. ეს არის უცნობი, შეუსწავლელი მასალები ნიკო ნიკოლაძეზე, და არა მხოლოდ ნიკოლაძეზე, ნიკოლაძის ეპოქის ადამიანებზე.
მოხსენებები დაიბეჭდა ამ კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში.
კონფერენციის მიმდინარეობის დრო ნაჩვენები იქნება ფილმი ნიკო ნიკოლაძეზე.
კონფერენციაში უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ.

მის: სამღერეთის ქ 5.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები