პრემიერი 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

მთავრობის მეთაური გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.
პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.
მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა სიტყვით მიმართა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის მონაწილეებს, ასევე, გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები