გიორგი ბეგაძე: მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას ტაქსების რეფორმა კომპლექსურად აქვს დანახული

დეპუტატი გიორგი ბეგაძე თბილისის მერის კახა კალაძის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც გულისხმობს, რომ ტაქსების სერვისი იყოს სტანდარტიზებული, იერსახე მოწესრიგებული და მძღოლებს უფასო პარკირება ჰქონდეთ.
მისი შეფასებით, ეს არის როგორც გარემოს დაცვითი, ასევე, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით სწორი გადაწყვეტილება:
“ტაქსების სერვისი იქნება სტანდარტიზებული, ტაქსის მძღოლებს ექნებათ უფასო პარკირება, ასევე დამატებითი შემოსავალი რეკლამიდან. დედაქალაქი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ასეთ რეფორმებს და ინიციატივებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება”, – აღნიშნავს გიორგი ბეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები