საქართველოს პარლამენტის ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივის – ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი გამოშვების მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია ფრაქციების აპარატების თანამშრომლების პროფესიული და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პროგრამის ინიცირებისთვის, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამას მრავალმხრივ მნიშვნელობა აქვს.
„ამ ღონისძიებას არ აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ ფრაქციებში მომუშავე ადამიანების როგორც ლიდერობის, ასევე სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყოს ხელი. პირველ რიგში, ეს არისადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებმა, მიუხედავად მათი სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა, შეძლეს ერთ ჯგუფში თავმოყრა, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და ამსაკითხებზე, თუნდაც ცხარე დისკუსიების ფონზე, ერთიან პოზიციებამდე მისვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თქვენ გაერთიანებული ხართ იმ ფრაქციებში, რომელთაც სხვადასხვაპოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ საერთოა ამ ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავალი. ამიტომ, თქვენს შორის უკვე ჩამოყალიბებული პირადი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებსერთმანეთში კოორდინაციას, ერთმანეთის უფრო სწორ აღქმას და იმ საქმიანობის უკეთესად წარმართვას, რომელსაც თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ღირსეულად და პასუხისმგებლობით ემსახურებით“,-აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს იმ ადამიანების უნარების განვითარებასაც, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მომავალი ლიდერები.
„თქვენ, ფაქტობრივად, პოლიტიკოსებთან ერთად გიწევთ მუშაობა და ხართ ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ლიდერული უნარ-ჩვევები, ანუ, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებიც მომავალპოლიტიკოსებად მოიაზრებით, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება ამ მიმართულებას კვლავაც გაჰყვეთ. შესაბამისად, ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მომავალი პოლიტიკოსების აღზრდა უწყვეტრეჟიმში ხდებოდეს და იმ ადამიანების უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მომავალი ლიდერები“,-აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამა გრძელდება და მეორე ნაკადის მონაწილეები უკვე შერჩეული არიან.