ირაკლი კობახიძე ფრანგ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრებს – რენე დანესის და ჟიზელ ჟურდას შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც, მისი შეფასებით, პოზიტიურ როლს ასრულებს საპენსიო რეფორმის განხორციელებისა და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის პროცესში.
პარლამენტის თავმჯდომარემ რენე დანესის და პასკალ ჟურდას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სტუმრების კითხვების პასუხად, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.
ფრანგი სენატორები მიესალმნენ ქვეყნის ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომებს როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკაში. რენე დანესიმ და ჟიზელ ჟურდამ პარლამენტის თავმჯდომარეს საფრანგეთის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები