დავით ზალკალიანმა ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მაკედონიასთან და უკრაინასთან ერთად პორველად მიიღო მსგავი სახის ფორმატში მონაწილეობა, რაც მინისტრის განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, როგორც აშშ-სთან, ასევე წარმატებულ ინტეგრაციის პროცესს ნატო-სთან.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები