ირაკლი კობახიძე: ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში, თოქ-შოუ ,,რეაქციაში” ისაუბრა.

,,მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს 2 ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვთ. რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი – ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცეებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება ,,ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძიმ.

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გამოძიებამ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

“ლევან ყიფიანის მინისტრობის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არანაირი შეხება მას აღარ აქვს ,,ქართულ ოცნებასთან”. რანაირი სკანდალია ეს ჩვენთვის. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს, გავარკვიოთ რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები,“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები