თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი შეეცვალა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა.
შესაბამისი დებულება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
სახელის ცვლილების მიზეზი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა.
“ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მთელი რიგი ფუნქციები დაემატა, როგორიცაა ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე და ა.შ. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ასევე, უსაფრთხო შრომა. მერიამ გადაწყვიტა და საკრებულოც ეთანხმება ამას, რომ ის გახდეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ამ სამსახურის ერთგვარი რებრენდინგი ხორციელდება. დღეს ეს არის ტექნიკური ცვლილება, ხოლო შემდგომში რა სიახლეებს შემოგვთავაზებს მუნიციპალური ინსპექცია, ამას ვნახავთ”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტში ცვლილებები არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები