მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს.
მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი გუშინ, საკუთარ სახლში იპოვეს.
როგორც ”კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დიმიტრი ტატიშვილმა რამდენიმე თვის წინ მეზობლის ბავშვებს საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ:

“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო”, –  აცხადებდა დიმიტრი ტატიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები