გზების დეპარტამენტი: წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.
სატრასპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.
„ამ ეტაპზე, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი.
სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგაზვრებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები