ეკა ბესელია კანაფის კულტივაციის საკითხზე: ამ პროცესის გააქტიურებას არ ვაპირებთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის პროცესი გაჩერებულია.
მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს აღნიშნული მიმართულებით პროცესის დაწყებას, ან გაგრძელებას.
„თუ რაიმე ისეთი გარემოება არის, რომელიც აუცილებელს ხდის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ამ პროცესში, შეჩერების შემდეგ უკან გაწვევა მოხდება. თუ რა გადაწყვეტილება იქნება, ესეც იქნება შეთანხმებული, მაგრამ არ ვაპირებთ ამ პროცესის გააქტიურებას და არ არის განხილვები დაგეგმილი ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.