ნინოწმინდაში, სლოტ-კლუბის დაყაჩაღების შედეგად 5000 ლარი გაიტაცეს

ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. -ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა, რომლებიც იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, კლუბიდან 5000 ლარი წაიღეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები