“პარლამენტი თბილისში საქმიანობას იანვრიდან დაიწყებს – ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.
მისივე თქმით, ქუთაისში მდებარე შენობა უფუნქციოდ არ დარჩება და შენობა შს სამინისტროს გადაეცემა.
„ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. რეგლამენტი 15 კომიტეტში განვიხილეთ, პარლამენტის თითქმის არც ერთი წევრი არ დარჩენილა, რომელსაც ამაზე პოზიცია არ ჰქონდა. გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე არგუმენტია. პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა საკმაოდ გართულებულია. როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება გვინდა, მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა ამ საქმეს ძალიან ართულებს. იმისათვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და ხარჯები შემცირდეს, გადაწყვეტილება ადგილმდებარეობაზე მივიღეთ, რომ ეს იყოს თბილისი. შენობას თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, რომელიც აპირებს, რომ ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენოს და სერიოზული გეგმები აქვს. შენობა უფუნქციოდ არ დარჩება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები