ზაზა გაბუნია: მამუკა ბახტაძის და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე სახელმწიფოთაშორისი კავშირის ძლიერი პერსპექტივები გამოჩნდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრას ეხმიანება.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკის პოლიტიკურ, სამოქალაქო და ბიზნეს ელიტასთან პრემიერის შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა სრულყოფს ვიზიტს და აჩვენებს ძლიერ პარტნიორობას ორ სახელმწიფოს შორის.
“მამუკა ბახტაძის და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე სახელმწიფოთაშორისი კავშირების ძლიერი პერსპექტივები გამოჩნდა ეკონომიკის, უსაფრთხოების და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები