აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ

„სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო  საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა“, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ. აშშ აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები