აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ტვიტერზე” მამუკა ბახტაძისა და მაიკლ პომპეოს შეხვედრის ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო მამუკა ბახტაძისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს რეგიონული როლი.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები