მამუკა ბახტაძე – ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება – საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი

“ქართული ოცნებისთვის”, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება – საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი შეხედულების შესახებ ერთმნიშვნელოვანი განმარტება უკვე გააკეთა.
“”ქართული ოცნებისთვის”, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარი პრიორიტეტია ორი მიმართულება – საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ამავე დროს სწორედ ქართველი ხალხის ნება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები