ფოლკლორის ცენტრში ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ლოტბარი, მომღერალი, პედაგოგი, ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ზარანდია 50 წელია ემსახურება ქართული ხალხური, კონკრეტულად-მეგრული სიმღერის შენარჩუნება-განვითარების, დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეს.
საღამოზე შესრულდა ცნობილი მეგრული ფოლკლორული სიმღერები.
აფხაზური შეასრულეს ანსამბლ „დიდგორის” წევრებმა, ფოლკლორის ცენტრის გუნდმა წარმოადგინა სვანური „ჯგრააგ” და „ელესა”. სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა შეასრულეს „მალანური”, რომელიც სამეგრელოში ექსპედიციისას თავად ნუგზარ ზარანდიასგან შეისწავლეს.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები