მამუკა ბახტაძე მისი ხელმოწერის გაყალბებაზე – სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში

 

სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რომელსაც სჩადიოდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მისი ხელმოწერის გაყალბებას.

“მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. ეს არის სრული უმსგავსობა, უპასუხისმგებლობა და სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ ამას შესაბამისი სახელი დავარქვა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები