მერაბ ქვარაია: როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც მარიხუანა და ნარკოპოლიტიკაა, კითხვები მაქსიმალირად უნდა ამოიწუროს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აფასებს. დეპუტატის თქით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია საზოგადოებასა და მმართველ გუნდს შორის, რათა ყველა კითხვა ამოიწუროს.
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას ესმის ეკლესიის და ზოგადად, საზოგადოების ხმა, ნათლად აჩვენებს რომ მმართველ გუნდს ჯანსაღი კეთილგონიერი დამოკიდებულება აქვს საზოგადოების მიმართ. ამიტომაც არ ჰგავს „ქართული ოცნება“ იმ ყოფილ სახელისუფლებო ძალას, რომელსაც ჯიუტად გაჰქონდა ნებისმიერი საკითხი. როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც მარიხუანა და საერთოდ ნარკოპოლიტიკაა, აქ კითხვები მაქსიმალირად უნდა ამოიწუროს. დისკუსიას, აზრთა გაცვლას და საკითხის ყოველმხრივ ანალიზს ალტერნატივა არა აქვს“ – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები