ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” მიერ მიღებულ დასკვნას აკრიტიკებს”- ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს, დაადგინეთ თუ ვერა?! დეპუტატებმა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიწბო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას აკრიტიკებს, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” მიიღო.
მისი თქმით, ამ კომისიამ ვერ დაადგინა რაიმე ახალი და შესაბამისად გაუგებარია თუ რატომ აქვთ პრეტენზიები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
“თქვენ დაუშვით რეალურად შეცდომა, კომისიის შექმნის მიზანი გახლდათ არა სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გადაცდომის დადგენა, არამედ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ეს იყო ასახული როგორც სათაურში, ასევე თქვენს არაერთ განცხადებაში. თქვენ თამასა აწიეთ საკმაოდ მაღლა და თქვით, რომ საქმეზე დაადგენდით ჭეშმარიტებას. ანუ მაგალითად ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. დაადგინეთ თუ ვერა?! დეპუტატებმა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს პასუხი. ვერ დაადგინეთ და რაც იყო მთავარი პრეტენზია სამართალდამცველი ორგანოების მიმართ მხოლოდ ეს იყო. ერთადერთი პრეტენზია იყოს ეს, რომ რატომ ვერ დაადგინეს სასიკვდილო ჭრილობის მომყენებელი. ეხლა გეკითხებით იმათ თუ ვერ დაადგინეს, თქვენ რატომ ვერ დაადგინეთ 3 თვეში ეს არის კითხვების შინაარსი. ბატონმა სერგიმ აღნიშნა შემდეგი, რომ მათ მოუწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრან მ.კ.-ს მიმართ, მაგრამ რის საფუძველზე, რის გამო?! თქვენ საუბრობდით ჯგუფურ დანაშაულზე. ჯგუფური დანაშაული სხვა რამეა და სასიკვდილო ჭრილობის მიყენება სხვა რამეა. თქვენ ხომ კარგად გესმით ეს ლოგიკა, იქნებ არ გინდათ გაიგოთ, მაგრამ ლოგიკა არის შემდეგი: კომისიას უნდა დაედგინა ორიდან ერთ-ერთი რამ – ერთი, რომ თუ გინდოდათ თქვენ პასუხისგებაში მიცემა ამ პირის, სავარაუდოდ ეჭვის დონეზე ის მონაწილეობდა როგორც ერთ-ერთი თანამონაწილე, თუნდაც მუშტების ქნევით. მეორე შეიძლება ის მოგეთხოვათ, იმის საფუძველზე, რომ ეჭვი გქონდათ სასიკვდილო ჭრილობის მიყენებაზე. ეს ეჭვი ძალიან ბევრ რამეს ცვლის. და მაგაზე ბატონი სერგი, რომ არ გვპასუხობს ასჯერ კითხვის დასმის პირობებში, ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს რომ რეალურად მისი ეჭვი პრაქტიკულად არ არის საფუძვლიანი და სადამდე მივდივართ იცით, რომ როდესაც პრეტენზიას უყენებდით სამართალდამცავ ორგანოებს რომ მათ ვერ გამოავლინეს სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებლი, აღმოჩნდა, რომ თურმე ობიექტური გარემოებები არსებობდა, რის გამოც თქვენც ვერ დაადგინეთ ეს. ეგეც ვერ დაადგინეთ, რომ ვინმე ვინმეს ხელს აფარებდა. იგივე მოცემულობა დაგრჩათ თქვენ 3 თვიანი მოღვაწეობის შემდეგ. გამოდის რომ პრეტენზია რომელსაც უყენებდით საგამოძიებო ორგანოებს, არ ჰქონდა საფუძველი,-განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები