ეკა ბესელია ოპოზიციას ხორავას ქუჩის საქმეზე: ნიშნავს თუ არა ეს, რომ პარლამენტი როგორც პოლიტიკური ორგანო ირიბად ახდენს ზეწოლას მოსამართლეზე?!

 

,,როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ არ მოხდა იმ პირთათისთვის იმ ბრალდების წარდგენა, რა ბრალითაც უნდა წარდგენილიყო და სხვადასხვა მუხლს ასახელებთ, რომ ამ კვალიფიკაციით უნდა იყოს და არა იმ მუხლით, განუცხადებლობით თუ დაფარვით თუ ა.შ. – ნიშნავს თუ არა ეს თუ პირდაპირ არა ირიბად მაინც მართლმსაჯულებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას? იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, უკვე უნდა დაიწყოს განხილვა და პირველ ინსტანციაში რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის განხილვა. ნიშნავს ეს თუ არა, რომ პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ორგანო ირიბად ახდენს ზეწოლას მოსამართლეზე ან მოსამართლეებზე, რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მათ.? „ – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს, სერგი კაპანაძეს პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.
ბესელიამ კომისიის მხრიდან სამართლის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პარლამენტში ხორავას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს. დასკვნის ავტორი ,,ევროპული საქართველოა“ რომელიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები