გიორგი კახიანი უმცირესობას: სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით – ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით, უფრო მეტ კითხვას აჩენთ

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით – ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით, უფრო მეტ კითხვას აჩენთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა უმცირესობის დეპუტატებს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.
საკითხზე საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი კახიანმა კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს კითხვით მიმართა:
“საზოგადოებაში მოლოდინი რომელიც არსებობდა, არის სწორედ ეს – კითხვა რომელიც საგამოძიებო კომისიის წინაშე იყო დასმული და რაზეც საზოგადოებაში მოლოდინი იყო, რომ ამაზე პასუხს მიიღებდა, – ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები? გამოძიებას ჰყავდა 2 მკვლელობაში ეჭვმიტანილი. პირველმა ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე. ერთ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილება იყო, მეორე შემთხვევაში მკვლელობის მცდელობა. მაგრამ ეს პროცესი რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს დღეს უკვე საქმე, შესაძლოა უზენაეს სასამართლოშიც გასაჩივრდეს. ანუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით. თქვენ იცით, რომ პროკურატურა ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროკურატურის გამოძიების მიხედვით არსებობს 2 ბრალდებული მკვლელობაში. კითხვა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ კითხვაზე საერთოდ აარიდეთ თითქოს პასუხის გაცემას თავი. ბევრ რამეზე ისაუბრეთ და იმის მაგივრად, რომ ეს მთავარი კითხვა რაც არის, იმ კითხვაზე რაღაც პასუხი გაჩენილიყო, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რაღაც ზედაპირული მსჯელობებით, არგუმენტაციით, პირიქით უფრო მეტ კითხვას აჩენთ. ამიტომ, მარტივად და ძალიან კონკრეტულად გისვამთ ამ კითხვას, იმ ორი ბრალდებულის მიმართ, თქვენი გამოძიების შედეგად, რაიმე ისეთი გამოიკვეთა ან გამოვლინდა, რომ შესაძლოა თქვენ მიიჩნიოთ რომ არასწორად იყო ბრალდება წაყენებული. ან გამოიკვეთა ვინმე მესამე პირის მიმართ რაიმე ისეთი მტკიცებულებები, რომელიც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა, შესაძლო მესამე პირიც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ბრალდებული,-განაცხადა გიორგი კახიანმა პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები