დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობას” არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების წარმართვა, სიების გაყალბებით არ გამოუვა

სიების გაყალბება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს პასუხი გასცეს არსებულ კითხვებს.
სიების გაყალბება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ცხადია დღეს, უწყებათაშორის კომისიაზე იგი ძალიან მკაცრად დადგება, შესაბამისი ახსნა-განმარტების მოთხოვნით. ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს პასუხი გასცეს არსებულ კითხვებს. ისინი ვერ ელევიან ჩვეულ მეთოდებს და ისევ ცდილობენ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პროცესების წარმართვას სიების გაყალბებით. დღეს ეს მათ არ გაუვათ”, – აცხადებს მათიკაშვილი.
პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები