“ხორავას ქუჩის საქმეზე” დაკავებული დ. ღ- ს მამა: ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ

დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში და უარს გვეუბნებიან ყველაფერზე საერთოდ, – ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დ.ღ პროკურატურის მძევალია.
“ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი, არასრულწლოვანი. თვითონ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, შეცდომები დაუშვეს თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დღეს, ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია. ორი თვეა ჩემი შვილი დაკავებულია და რამე გააკეთეს? ვინმე არის კიდევ დაჭერილი? რას აკეთებენ საერთოდ. დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში და უარს გვეუბნებიან ყველაფერზე საერთოდ. გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლისთვის”, – აღნიშნა კახა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები