ესპანეთში “ქართული მაფიის” 15 წევრი დააკავეს (ვიდეო)

ესპანეთის პოლიციამ საქართველოდან და კავკასიიდან ჩასული 15 ადამიანი, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. მომხდარის შესახებ კატალონიის სამართალდამცველები იუწყებიან.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულები იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის, როგორც რიგითი წევრები, ასევე მათი ლიდერები. ორი ადამიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები მონაწილეობას იღებდნენ ბარსელონაში მდებარე სულ მცირე 22 სახლის გაქურდვაში. გამორიცხული არ არის, რომ მათი კვალი სხვა გაუხსნელ საქმეებშიც აღმოჩნდეს.
სპეცოპერაცია ტარდებოდა ბარსელონაში, ასევე ქალქ ოსპიტალეტ-დე-ლობრეგეტში, სან-ადრიან-დე-ბესოსში და სანტა-კოლომა-დე-გრამაენტში.
ჩხრეკისას, პოლიციამ იპოვა და ამოიღო 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ძვირფასეულობა, ელექტრომოწოყობილობები, საათები და ა.შ.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავების ოპერაცია აპრილიდან იგეგმებოდა, როდესაც პოლიციამ დაადგინა, რომ კატალონიასა და ესპანეთის სხვა რეგიონებში ორი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს.
დაჯგუფების ლიდერის სახელი საგამოძიებო ინტერესების გამო არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამნაშავე 53 წლისაა, ნასამართლევია და სასჯელი რუსეთში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები