ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)

ფილიპინებზე ტაიფუნ “მანგხუტის” შედეგად, დაიღუპა 81 ადამიანი, ხოლო დაშავდა 71. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი Rappler, ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
პირველადი ინფორმაცით, 74 ადამიანი ითვლებოდა დაღუპულად, კიდევ 74 დაშავებული იყო, ხოლო 55 უგზო-უკვლოდ დაკარგული.
პორტალის ცნობით, მსხვერპლის დიდი რაოდენობა კორდილიერას ადმინისტრაციულ რაიონში დაფიქსირდა. აღნიშნული ტერიტორია მეწყერმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამ დროისთვის იქ კიდევ 70 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები