თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, ლილოს, მეფრინველეობის ფაბრიკის, ლოჭინის, საქსოფმშენის, საქსოფმანქის და საქნავთის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის და ორახელიძის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის VI მიკრორიონის, მუხიანის აგარაკების, ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, ავშნის, ბუგეულის და ლესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გმირთა მოედნის, წყნეთის გზატკეცილის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, აბულის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
მთაწმინდის რაიონში; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), 9 აპრილის ბაღის, დედაენის პარკის, კოლმეურნეობის მოედნის, ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდის ტერიტორიის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ხიდის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ნადიკვარის, ათონელის, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ვაჩნაძის, ორბელიანის, პუშკინის, ხიდისთავის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, ქურდიანის, მაიაკოვსკის, მეტრეველის, ვახუშტი ბაგრატიონის, იროდიონ ევდოშვილის, გაფრინდაულის, ქუთაისის, აგლაძის და დავით ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ტერევერკოს და ნოდარ ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს;
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსიძის, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილის, ვასო გოძიაშვილის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჩხიკვაძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის, კოლხეთის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ზურაბ ჩაჩუას, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები