ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ფ.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს რუხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები