გუგული მაღრაძე: საკმარისია მსახიობს სცენაზე სიგარეტი ეჭიროს და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გუგული მაღრაძე სპექტაკლის დროს მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევის დაშვებას ეწინააღმდეგება.
როგორც გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე განაცხადა, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ მსახიობს სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის.
“თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ მსახიობს სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლობა არ არის. ასევე უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ცნობისთვის, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები