პარლამენტი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომას უმასპინძლებს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.
კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანისუფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკასა დასოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვის საკითხებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანიგადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.
საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. კომიტეტის განსახილველ თემატურ საკითხებზე ისაუბრებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლები.
ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც, ევროკავშირი-საქართველოსსაპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომის გახსნამდე დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტისწევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორისთანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების შეთანხმების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირისგანმტკიცებას. მისი მთავარი მიზანია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. კომიტეტის სხდომებიიმართება წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, თბილისსა და ბრიუსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები