პარლამენტში პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა განისაზღვრა

19 -21 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა განისაზღვრა ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა.
ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო. მისი განცხადებით, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებს.
“მიმდინარე კვირაში სესიებზე ჩვენ გვექნება განსახილველი სამი ძირითადი საკითხი, ერთი ეს არის საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიცაუცილებლად უნდა იქნას განხილული.
განსახილველად მომზადებულია რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელსაც ალბათ ერთი დღე დაეთმობა. ასევე, უკვე ინიცირებულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას აწესრიგებს და ამ სფეროს მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს. მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი არის ორი პაკეტი. ერთი შეეხება მოხმარების რეგლამენტაციას, ხოლომეორე კულტივაციას და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით, ექსპორტს ითვალისწინებს. ჩვენ გავაკეთეთ საჯაროგანცხადება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მეორე პაკეტის განხილვა ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, გაგრძელდება კონსულტაციები და მხოლოდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით პაკეტის განხილვას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელებს. პროექტის თანახმად, ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება და რომლებიც წერილობით მიმართავენ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვალონ ავტორიზაციის ვადის გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე.
ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.
პლენარული სხდომა 19 სექტემბერს 12.00 საათზე, დაიწყება. მანამდე კი, 11:45 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები